ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო

აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტის დაკვეთით ქობულეთის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთი ტურისტული მნიშვნელობის საავტომობილო გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასრულდა.

ჩაქვი-ხალა-ჩაქვისთავის საავტომობილო გზის 4,290 კმ-იან მონაკვეთზე ორფენიანი ასფალტობეტონის საფარი მოეწყო.
„პროექტის ფარგლებში აშენდა ორი ახალი ხიდი, მოეწყო სხვადასხვა სახის ხელოვნური ნაგებობები და მოსახლეობის ეზოებში შესასვლელები.
ამასთან ასფალტის საფარი დაიგო ხალას ადმინისტრაციული ერთეულის ცენტრსა და საჯარო სკოლის შესასვლელთან. აღნიშნული გზა უკავშირდება სამ ადმინისტრაციულ ერთეულს: გორგაძეები, ხალა და ჩაქვისთავი. რეაბილიტირებული გზით ისარგებლებს 980 ოჯახი.
ასევე აღნიშნული გზით ადგილობროვი მაცხოვრებლები და ვიზიტორები მტირალას ეროვნულ პარკამდე შეძლებენ უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას“, – აცხადებენ  აჭარის საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად