ჩაქვი-ბათუმის გზაზე მომხდარი ავარიისას დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა

გუშინ საღამოს, ბათუმი-ჩაქვის მონაკვეთზე მომხდარი ავტოავარიისას დაშავებული  დაშავებული 7 წლის ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. ავარიის შემდეგ ის რეანიმაციულ განყოფილებაში მართვით სუნთქვაზე იმყოფება. ექიმების განმარტებით, პაციენტის კლინიკაში შეყვანის დროს ტრავმული შოკი ჰქონდა.

ავარიის დროს დაიღუპა ბავშვის დედა. ბათუმის დედათა და ბავშვთა  კლინიკაში იმყოფება ავტოავარიისას დაშავებული კიდევ ორი ბავშვი, მათი მდგომარეობა სტაბილურია და ექიმების განმარტებით, მათზე დაკვირვება გრძელდება.

“შემოყვანისთანავე, რეანიმაციული ღონისძიებების გატარების შემდეგ აყვანილია მართვით სუნთქვაზე. რჩება უკიდურესად მძიმე მდგომარეობაში. კიდევ ორი პაციენტის მდგომარეობა კი სტაბილურია. რჩებიან გადაუდებელი მედიცინის დეპარტამენტში. იმყოფებიან მეთვალყურეობის ქვეშ” – აცხადებს დედათა და ბავშვთა ცენტრის ექიმი-რეანიმატოლოგი.

ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რასაც  სამი ადამიანი, მათ შორის ერთი არასრულწლოვანი ემსხვერპლა. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი ქვეითებს დაეჯახა. დაიღუპა ქალი, მისი რძალი და შვილიშვილი.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მძღოლი დაკავებულია. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად