ჩაპუტოვიჩი: აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ევროსტანდარტებით ლიდერი ქვეყანაა

ამის შესახებ პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იაცეკ ჩაპუტოვიჩი ბათუმში, ფორუმის „საქართველო- ევროპული გზა“ ფარგლებში, ჟურნალისტებთან საუბრისას აცხადებს.

„აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში საქართველო ევროკავშირის სტანდარტების მხრივ ლიდერი ქვეყანაა და სამომავლოდ მისი წევრობაც განიხილება. ჩვენ ასევე განვიხილეთ, თუ როგორ შეიძლება გავზარდოთ აღმოსავლეთ პარტნიორობა. ამ საკითხთან დაკავშირებით არსებობს საკმაოდ ბევრი იდეა, მათ შორის არის სექტორალური თანამშრომლობის განვითარება.

რაც შეეხება საქართველოში განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებსა და რუსეთს, ჩვენ საქართველოს მხარს ვუჭერთ, ჰქონდეს სუვერენიტეტი და გაატაროს საკუთარი პოლიტიკა, პროევროპული პოლიტიკა.“ – აღნიშნავს იაცეკ ჩაპუტოვიჩი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...