ჩანგრეული ხიდები, განადგურებული შინაური ცხოველები და სათესი მიწები- ხარაგაულში კვლავ სტიქიას ებრძვიან (ფოტორეპორტაჟი)

ძლიერი წვიმის შედეგად, სოფელ ზვარეს მნიშვნელოვანი ზიანი მიადგა. პარალიზებულია სოფლის სამი საუბნო გზა, ჩაწყვეტილია ბონდის ხიდი, დაზარალებულია ერთი ოჯახი, რომელსაც მოვარდნილმა მდინარე ზვარულამ შინაური ცხოველების და ფრინველების სადგომები გაუნადგურა.

სტიქიის შედეგად, ასევე დაიშლამა და ჩაიკეტა გზა ე.წ. ზვარის ხიდებთან.

ადიდებულმა ჩხერიმელამ ასევე, მწყობრიდან გამოიყვანა დიდვაკის ქარხნის უბანში გადამავალი საავტომობილო ხიდი.

მთელი ღამის განმავლობაში სტიქიის ზონაში ადგილობრივი თვითითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად იმყოფებოდნენ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

შესაბამისმა კომისიამ დილიდან დაიწყო ზარალის დათვლა. ზვარეში გზების აღდგენის მიზნით ტექნიკა შეჰყავთ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...