ჩამოართვა თუ არა ხელი ვლადიმირ ზელენსკიმ პუტინს პირისპირ შეხვედრისას?

პარიზში, “ნორმანდიის სამიტის” ფარგლებში რუსეთის და უკრაინის ამჯამინდელი პრეზიდენტები ერთმანეთს პირველად შეხვდნენ პირისპირ. შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.

ოთხი ქვეყნის, საფრანგეთის, გერმანიის, უკრაინის და რუსეთის ლიდერების შეხვედრის შემდეგ ვლადიმირ პუტინის პრესსპიკერმა დმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ ზელენსკიმ და პუტინმა ერთმანეთს ხელი ჩამოართვეს. ამის შესახებ რუსული მედია იტყობინებოდა.

უკრაინული მედიის ცნობით, პესკოვის მიერ გავრცელებული ინფორმაცია არ დასტურდება.

უკრაინული გამოცემა 112.ua იტყობინება, რომ გავრცელებულ ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის ოფისი არ ადსტურებს.

შეგახსენებთ, რომ პარიზში “ნორმანდიის სამიტს” საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუილ მაკრონი, გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი, რუსეთის და უკრაინის პრეზიდენტები ვლადიმირ პუტინი და ვლადიმირ ზელენსკი ესწრებიან.

შეხვედრის მთავარი თემა კონფლიქტის ზონაში ცეცხლის შეწყვეტა, უკრაუნელი სამხედრო ტყვეების დაბრუნება და უკრაუნის ხელისუფლების კონტროლს მიღმა არსებულ ტერიტორიაზე, დონეცკსა და ლუგანსკში ადგილობრივი არჩევნების ჩატარებაა.

აღსანიშნავია, რომ რამდენიმე წლის წინ, 2016 წელს იმავე “ნორმანდიის ფორმატში” შეხვედრის დროს უკრაინის მაშინდელმა პრეზიდენტმა პიოტრ პოროშენკომ პუტინს ხელი არ ჩამოართვა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად