ჩალაგაშვილი: თუ მოწმეები აღარ გყავთ და საქმეს მორჩით, რომელ მოწმეებზე უნდა მოახდინოს ოქრუაშვილმა ზეწოლა?

“გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გურამ ჩალაგაშვილი პარტიის ლიდერის ირაკლი ოქრუაშვილის სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით განცხადებას სოციალურ ქსელში ავრცელბს.

“ერთი საათის წინ დასრულდა ირაკლი ოქრუაშვილის ე.წ. მორიგი სასამართლო პროცესი, სადაც პროკურორებმა – ვაჟა თოდუამ და გიორგი მუკბანიანმა განაცხადეს, რომ საკმარისია იმ ოცდაათამდე პოლიციელის ჩვენება და დანარჩენ 300-ზე მეტ მოწმეს ხსნიან დასაკითხთა სიიდან, რითაც დაადასტურეს, რომ მათი მხრიდან ყველა მოწმე დაკითხულია და მტკიცებულებები გამოკვლეულია. (ჩქარობენ ბიჭები, რა ქნან).
და ჰოი საოცრებავ!
ამ განცხადების შემდეგ, მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძემ განაცხადა, რომ თურმე დღეს კანონის თანახმად უნდა გადაიხედოს ირაკლი ოქრუაშვილის პატიმრობის საკითხი, რა დროსაც ორმა “გენიოსმა” პროკურორმა განაცხადეს, რომ ოქრუაშვილი უნდა დარჩეს პატიმრობაში, ვინაიდან მან შეიძლება ზეწოლა მოახდინოს პროკურატურის მოწმეებზეო, რაზეც რა თქმა უნდა მყისვე დაეთანხმა ლავრენტი შემსრულებელი და ირაკლი დატოვა წინასწარ პატიმრობაში.
მართლა რატომ ხართ ეს ქოცები და თქვენი შემსრულებელი პროკურორ-პოლიციელ-მოსამართლეები ასეთი ცალფაზიანები და ნახევარუჯრედიანები?
ისე 2020 წელია ბიჭებო და მაინც ნუ დაგავიწყდებათ.
P.S. თუ მოწმეები აღარ გყავთ და საქმეს მორჩით, რომელ მოწმეებზე უნდა მოახდინოს ოქრუაშვილმა ზეწოლა?

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად