ჩალაგაშვილი: თუ ჯარიმა დამეკისრება, კონვერტით გავუგზავნი ივანიშვილს, ბევრი ფული აქვს და გადაიხადოს

მის შესახებ ჟურნალისტებს ადმინისტრაციული წესით დაკავებულმა “გამარჯვებული საქართველოს” წევრმა, გურამ ჩალაგაშვილმა გათავისუფლების შემდეგ განუცხადა.

„თუ ჯარიმა დამეკისრება, აუცილებლად ჩავდებ კონვერტში და ბიძინას ფოსტით გავუგზავნი, ბევრი ფული აქვს და გადაიხადოს. რაც ახლა ხდება, ეს ყველაფერი იმის გაგრძელებაა, რაც სამი თვეა უკვე მიმდინარეობს.

დაყვებოდნენ ირაკლი იქრუაშვილს და დაიჭირეს, მერე მე მომადგნენ. 3 თვეა, ყველგან ვამბობ, რომ სუს-ის მანქანა დამყვება. 3 დღეა, მანქანა გავყიდე და გაცოფდნენ, ვერ მიპოვეს. საბოლოო ჯამში, დაკავების დღეს, მოპირდაპირე მხარეს, მანქანიდან პატრულმა ეტყობა რაღაც შეტყობინება მიიღო, უცებ, მოატრიალა მანქანა და გაგვაჩერა.

ამას გარდა, მინდა ვთქვა, რომ მოწმე მესამე სართულზე ვერაფერს გაიგებდა, თან ჩიტმა ამბავი მომიტანა, რომ ეს მოწმე სმენადაქვეითებული ყოფილა. როგორ შეწუხდა, ვერ გეტყვით”, – განაცხადა ჩალაგაშვილმა.ცნობისთვის, დღეს, დილით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა წვრილმანი ხულიგნობის ფაქტზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის “გამარჯვებული საქართველოს” წევრი გურამ ჩალაგაშვილი დააკავა.

ამასთან, ჩალაგაშვილის იკავებდა შემდეგ თანამდებობებს: 2006-2007 წწ. საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავჯდომარე; 2007-2013 წწ. საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის თავჯდომარე

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად