ჩალაგაშვილი: 20 ივნისს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება

20 ივნისს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ თავისუფლების სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება, – ამის შესახებ “გამარჯვებული საქართველოს” ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ ჩალაგაშვილმა განაცხადა.

„გვაქვს ინფორმაცია, რომ 20 ივნისს დაკავებულ რამდენიმე ადამიანზე მიმდინარეობს ზეწოლა, რომ მათ თავისუფლების სანაცვლოდ ირაკლი ოქრუაშვილის წინააღმდეგ მისცენ ჩვენება. ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ ეს არის ივანიშვილის პირადი დაინტერესება. ამის ნათელ მაგალითს ჩვენ ვნახავთ სასამართლო პროცესზე. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სასამართლოს და პროკურატურას შევთავაზოთ მაღალი თანხა, 500 ათასი ლარის ოდენობით. მსგავსი თანხა გადახდილი აქვს მხოლოდ ბიზნესმენ ხაზარაძეს და ბატონ წერეთელს. ჩვენც ვთავაზობთ, რომ გადავიხადოთ ეს თანხა და გირაოთი გაათავისუფლონ ირაკლი ოქრუაშვილი” – განაცხადა გურამ ჩალაგაშვილმა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...