ჩაერთე ჯივიპის SMS სერვისში და იყავი ინფორმირებული

ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა SMS სერვისზე გამარტივებული რეგისტრაცია დანერგა: სერვისში ჩასართავად მომხმარებელი მობილური ტელეფონიდან 90111-ზე აბონენტის ნომერს აგზავნის და მომენტალურად რეგისტრირდება.

gwp-ის SMS სერვისში ჩართული აბონენტები მუდმივად ინფორმირებულები არიან კომპანიის ტექნიკური სამუშაოების შესახებ. გარდა ამისა, SMS სერვისში ჩართულ აბონენტებს შეუძლიათ ელექტრონული ქვითრის მიღება, სერვისზე რეგისტრირებული მობილური ტელეფონის ნომრის ან ელ.ფოსტის შეცვლა და დამატებით სხვადასხვა სახის ინფორმაციის მოთხოვნა.

კომპანიამ SMS სერვისში ჩართვის ანალოგიური ფორმა რუსთავის წყლისა და მცხეთის წყლის აბონენტებისთვისაც დანერგა. დეტალური ინფორმაციის მოძიება შესაძლებელია კომპანიის ფეისბუქის, ვებგვერდის – www.gwp.ge და ცხელი ხაზის – 2 93 11 11 მეშვეობით.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...