ცესკო-ს წინასწარი მონაცემები: სალომე ზურაბიშვილი 40.05%, გრიგოლ ვაშაძე 37.93%
ცენტრალური საარჩვნო კომისია საპრეზიდენტო არჩევნების შედეგების წინასწარ მონაცმებს აქვეყნებს.
ცესკო-ს თავმჯდომარის თამარ ჟვანიას ინფორმაციით, ამ ეტაპზე 500-ზე მეტი საარჩევნო უბანია დათვლილი.
თამარ ჟვანიას განცხადებით, წინასწარი მონაცემებით, საპრეზიდენტო არჩევნებში, “ევროპული საქართველოს” პრეზიდენტობის კანდიდატმა დავით ბაქრაძემ ამომრჩეველთა 17 798 ხმა მიიღო (10.83%), გაერთიანებული ოპოზიციური პარტიების, “ძალა ერთობაშიას” პრეზიდენტობის კანდიდატმა გრიგოლ ვაშაძემ 62 352 ხმა (37.93%), “ქართული ოცნების” მხარდაჭერილმა, პრეზიდენტობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა კი, 65 840 ხმა მიიღო (40.05%).