CDC: სრულად ვაქცინირებულ მოქალაქეებს შეუძლიათ აღარ ატარონ პირბადეები როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში

კოვიდ -19-ის წინააღმდეგ სრულად ვაქცინირებულ ადამიანებს არ სჭირდებათ პირბადეების ტარება ან სოციალური დისტანცირების დაცვა როგორც ღია, ისე დახურულ სივრცეებში, გარდა გარკვეული გარემოებებისა, განაცხადა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრის დირექტორმა.

“თუ სრულად ხართ აცრილი, შეგიძლიათ დაიწყოთ იმის კეთება, რაც პანდემიის გამო შეწყვიტეთ”, – თქვა დოქტორმა როშელ ვალენსკიმ თეთრი სახლის ბრიფინგზე. “ჩვენ ყველანი ნამდვილად ველოდით იმ მომენტს, როდესაც შეგვეძლო ნორმალური ცხოვრების დაბრუნება.”

ვალენსკიმ ამას “ამაღელვებელი მომენტი” უწოდა და განაცხადა, რომ მეცნიერები მხარს უჭერენ CDC-ს განახლებულ მითითებებს, რომ “ყველას, ვინც სრულად არის აცრილი, შეუძლია მონაწილეობა მიიღოს შიდა და გარე აქტივობებში – დიდი თუ პატარა – პირბადისა და ფიზიკური დისტანცირების გარეშე.”

მან მოიყვანა სამი კვლევა – ერთი ისრაელიდან და ორი შეერთებული შტატებიდან, რომლებიც ადასტურებს ვაქცინების მუშაობას.

ამერიკის სამედიცინო ასოციაციის ჟურნალში გამოქვეყნებულმა ისრაელის კვლევამ აჩვენა, რომ ვაქცინა 97%-ით ეფექტურია სიმპტომური Covid-19-ის წინააღმდეგ და 86%-ით ეფექტური ასიმპტომური ინფექციის წინააღმდეგ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...