CDC: კორონავირუსი შეერთებულ შტატებში შემოდგომაზე, ან ზამთარში განმეორდება

კორონავირუსის ახალი აფეთქება, შეერთებულ შტატებში, სავარაუდოდ, შემოდგომაზე ან ზამთარში მოხდება, ეს კი გაზრდის ქვეყანაში თვითიზოლაციის კიდევ ერთი რეჟიმის დაწესების ალბათობას. ეს მოსაზრება გამოთქვა შეერთებული შტატების დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ფედერალური ცენტრების (CDC) ხელმძღვანელმა რობერტ რედფილდმა The Financial Times-თან ინტერვიუში.

მისი აზრით, მომდევნო თვეებში შეერთებულ შტატებს, სჭირდება, სწრაფად გაზარდოს დაავადებათა თვალყურის დევნების პოტენციალი, რათა თავიდან აიცილოს საზოგადოებრივი ჯანდაცვის კიდევ ერთი კრიზისი, რადგან სეზონური გრიპი შეიძლება დაემთხვას კორონავირუსის მეორე ტალღას.

“ჩვენი შიშები იმის შესახებ, რომ კორონავირუსი, გრიპის მსგავსად, გავრცელდებოდა სამხრეთ ნახევარსფეროში, ახდა და დააკვირდით რა ხდება ახლა ბრაზილიაში,” – თქვა რედფილდმა. ამის შემდეგ, მისი თქმით, ახალი კორონავირუსის მიერ გამოწვეული დაავადება, კვლავ, “ჩრდილოეთში გადავა”.

რედფორდმა დაადასტურა, რომ შეერთებული შტატების ჯანდაცვის სისტემა, კორონავირუსმა მართლაც მოიმწყვდია, მაგრამ მან ეს დაუკავშირა ეროვნული ჯანდაცვის სისტემის ხარვეზებს, რასაც წინ უძღოდა ადმინისტრაცია დონალდ ტრამპის ხელმძღვანელობით. ქვეყანა “არ იყო მზად ათწლეულების განმავლობაში ასეთი მოვლენების განვითარებისთვის”, – აღნიშნა მან. “ამ რესპირატორულმა ვირუსულმა პათოგენმა მართლაც დარტყმა მიაყენა ერს”, – აღიარა რედფილდმა.

მომავალში ასეთი კატასტროფის თავიდან ასაცილებლად, ინფექციური დაავადებების მთავარი სპეციალისტის თქმით, მთავარია “ორმაგი ან სამმაგი” ინვესტიცია განხორციელდეს აშშ-ს საზოგადოებრივი ჯანდაცვის სისტემაში. მან ქვეყანაში სიკვდილიანობის მაღალი მაჩვენებელი დაუკავშირა საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანიზაციებისთვის არასაკმარისს დაფინანსებას, როგორიცაა CDH, და ძირითადი დაავადებების მაღალ მაჩვენებელს, როგორიც არის მაგალითად სიმსუქნე და დიაბეტი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად