CDC: Covid-19-ის ზედაპირული გადაცემის რისკი დაბალია – მნიშვნელოვანია ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა

რაიმე ზედაპირიდან Covid-19-ის გადაცემის რისკი დაბალია, განაცხადა აშშ-ს დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა. ჰაერწვეთოვანი გზით გადაცემა კი გაცილებით მნიშვნელოვანია – ზედაპირის დეზინფექციისას ადამიანმა შესაძლოა ზიანი უფრო მიაყენოს საკუთარ თავს, ვიდრე სარგებელი. ამის შესახებ CNN-ი წერს.

“CDC-მა დაადგინა, რომ ზედაპირიდან გადაცემის რისკი დაბალი და მეორე ხარისხოვანია ვირუსის გადაცემის ძირითადი გზების მიმართ, რაც არის პირდაპირი კონტაქტი ჰაერწვეთოვანი გზით და აეროზოლების საშუალებით”, – თქვა ვინსენტ ჰილმა, წყლის დაავადებების პრევენციის ხელმძღვანელმა.

ჰილის თქმით, ზედაპირით გადაცემის რისკი, მიუხედავად იმისა, რომ დაბალია, შენობაში მაინც იზრდება. გარეთ კი, მზესა და სხვა ფაქტორებს შეუძლიათ ვირუსების მოკვლა, თქვა ჰილმა.

ვირუსი სწრაფად კვდება ფოროვან ზედაპირებზე, მაგრამ შეიძლება უფრო დიდხანს გძლოს მყარ ზედაპირებზე დახურულ სივრცეში.

კვლევამ ასევე აჩვენა, რომ ვირუსის ზედაპირული გადაცემა უფრო სავარაუდოა დაინფიცირებიდან 24 საათის განმავლობაში. ასევე, იმ ოჯახებში, სადაც ერთ ადამიანს დაემართა Covid-19, გადაცემის შანსები შემცირდა ზედაპირების გაწმენდისა და დეზინფექციის შემდეგ.

მიუხედავად იმისა, რომ ზედაპირების წმენდა არ არის დროის ტყუილად კარგვა, ეს არ არის ერთადერთი, ან თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი გზა რისკების შესამცირებლად, აცხადებენ CDC-ში. ცენტრმა განაახლა სახელმძღვანელო მითითებები საზოგადოებრივ ადგილებში ზედაპირების დასუფთავებისა და დეზინფექციის შესახებ გადაცემის ამ რისკის გათვალისწინებით.

“უმეტეს სიტუაციებში, ზედაპირის გაწმენდა საპნით, ან სხვა სარეცხი საშუალებით, საკმარისია იმისათვის, რომ შეამციროთ ვირუსის ზედაპირული გადაცემის ისედაც დაბალი რისკი. ზედაპირების დეზინფექცია, როგორც წესი, არ არის საჭირო, თუ ავადმყოფი ადამიანი, ან ვინმე Covid-19 დადებითი პაციენტი არ იმყოფება სახლში ბოლო 24 საათის განმავლობაში”, – ამბობს ჰილი.

ჰილის თქმით, დასუფთავება ფოკუსირებული უნდა იყოს კონტაქტის მაღალი დონის მქონე ადგილებში, როგორიცაა კარის სახელურები და დენის ჩამრთველები.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...