CBS: ამერიკამ სპარსეთის ყურეში გამანადგურებელი განათავსა

შეერთებულმა შტატებმა საუდის არაბეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ სანაპიროზე შეიარაღებული გამანადგურებელი ხომალდი განათავსა. ინფორმაციას CBS-ი წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

ტელეარხის წყაროს თქმით, ამ გზით შეერთებულ შტატებს სურს, სამეფოში საჰაერო თავდაცვის სფეროში არსებული “უფსკრული” დაკეტოს, რაც ირანმა საუდის არაბეთში ნავთობკომპანიის ობიექტებზე თავდასხმის დროს გამოიყენა.

მაისში, ვაშინგტონსა და თეირანს შორის ურთიერთობის გაუარესების ფონზე, გამანადგურებლები USS McFaul-ი და USS Gonzalez- ი სრუტისკენ განლაგდნენ.

შეერთებულმა შტატებმა აღნიშნული გადაწყვეტილება ჰორმუზის სრუტეში ტანკერებთან დაკავშირებული კონფლიქტის შემდეგ მიიღო. ამ გადაწყვეტილებით კი, ვაშინგტონმა 14 სექტემბერს საუდის არაბეთში ნავთობის ობიექტებზე დრონებით განხორციელებულ შეტევას უპასუხა.

14 სექტემბერს, ღამით, საუდის არაბეთის ეროვნული ნავთობკომპანია Saudi Aramco-ს ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა. მას წინ უპილოტო საფრენი აპარატით- დრონებით თავდასხმა უძღოდა.

გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გასცა ნებართვა, საჭიროების შემთხვევაში, აშშ-ის სტრატეგიული რეზერვებიდან გამოიყოს ნავთობი, რათა ბაზრის სტაბილიზაცია მოხდეს.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა მაიკ პომპეომ “გლობალური ენერგიის მომარაგებაზე განხორციელებულ შეტევაში” ირანი დაადანაშაულა და საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა, ყველაფერი გააკეთონ იმისთვის, რომ თეირანმა პასუხი აგოს. ისლამური რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის ოფიციალურმა წარმომადგენელმა აბას მუსავმა თავდასხმაში შესაძლო მონაწილეობის თაობაზე ბრალდებები უარყო.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად