C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართული კლინიკების განახლებული ჩამონათვალი

კლინიკათა ჩამონათვალს რომელთაც C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულმა მოქალაქეებმა უნდა მიმართონ კიდევ ერთი კლინიკა დაემატა.

ეს გახლავთ კლინიკა "მრჩეველი", რომელიც ყაზბეგის გაზირზე მდებარეობს. გარდა ამ კლინიკისა C ჰეპატიტის პროგრამაში ჩართულ ადამიანებს შეუძლიათ მიმართონ კიდევ 3 კლინიკას. 

1.ინფექციური პათოლოგიის, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის ცენტრი(ალ.ყაზბეგის გამზ.№16); 2.„ჰეპა“ (ლუბლიანას 18/20); 3. "ნეოლაბი"- (ნუცუბიძის ქ. 8). 4."მრჩეველი"(ყაზბეგის გამზ. №9)

დოკუმენტაციისათვის საჭირო ფორმა 100 პაციენტებმა სწორედ ამ კლინიკებიდან უნდა წარმოადგინონ. ეტაპობრივად, პროგრამას სხვა კლინიკებიც შემოუერთდებიან, მათ შორის რეგიონებშიც.

მოქალაქეებმა დოკუმენტაცია უნდა წარადგინონ თბილისში:  სოციალური მომსახურების სააგენტოს რაიონულ ცენტრებსა და ცენტრალურ ოფისში, რეგიონებში კი სოციალური მომსახურების სააგენტოს სამხარეო ცენტრებში (ქუთაისი, ზუგდიდი, ოზურგეთი, თელავი, ახალციხე, გორი, რუსთავი, ამბროლაური,ბათუმი).

დოკუმეტაციაში წარმოდგენილ უნდა იყოს : პირადობის მოწმობის ასლი, ფორმა 100, ბოლო პერიოდში ჩატარებული დიაგნოსტიკური კვლევები – HCV- რნმ-ის რაოდენობრივი, გენეტიკური ტიპის, ღვიძლის ფიბროზის ხარისხის კვლევები, ასევე სისიხლის საერთო ანალიზი, ALT, AST, HbsAg, anti-HBs,G-GT, ტუტე ფოსფატაზა, ბილირუბინი (პირდაპირი და საერთო), კრეატინინი, გლუკოზა, ალბუმინი, INR, ANA, TSH, მუცლის ღრუს ულტრაბგერითი გამოკვლევა. 

პირველ ეტაპზე პროგრამაში ჩაერთვებიან პაციენტები, რომელთა ღვიძლის მდგომარეობა რთულია და აკმაყოფილებენ პროგრამის პირველ ეტაპზე ჩასართვ კრიტერიუმებს. კომისია, რომელიც განსაზღვრავს მოხვდება თუ არა პაციენტი პროგრამის პირველ ეტაპზე უკვე ხუთშაბათს შეიკრიბება.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად