ბუწაშვილი: კოვიდის ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება და მოძრაობა

“სინამდვილეში, კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობა ან არ ჭირდებათ, ან თუ ჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები”, – ამის შესახებ ინფექციონისტი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, მაია ბუწაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

სინამდვილეში, კოვიდ ინფიცირებულებს მკურნალობა ან არ ჭირდებათ, ან თუ ჭირდებათ, რეანიმატოლოგების კვალიფიკაციაზე და სიყოჩაღეზე ვართ დამოკიდებულები. ასეთი რეალობის წინაშე ვართ ამ ეტაპზე. თუმცა ბინაზე მკურნალობის შემთხვევაში ჯადოსნური გამოსავალია სითხეების მიღება (დასალევად და არა ვენაში) და მოძრაობა. სიცხის დამწევებიც საჭიროების შემთხვევაში.
ახლა ვიცი, ბევრი გაღიზიანდება და ფიქრობს, აბა რა ვქნათ, ექიმს თუ ვერ ვუკავშირდებითო. ყველას გვაქვს გაცნობიერებული, რომ უამრავი საორგანიზაციო პრობლემებია, მაგრამ აქედან გამოსავალი თვითნებური მკურნალობა არ არის. გავაგრძელოთ მცდელობა ოჯახის ექიმებთან კონტაქტის დამყარების და დავუჯეროთ.
და რაც მთავარია, საუკეთესო წამალია სიმშვიდე!!! შფოთვას და პანიკას სიკეთე არ მოაქვს”,  – წერს მაია ბუწაშვილი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად