ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებული გურამ დონაძე ციხიდან გათავისუფლდა

ბუტა რობაქიძის საქმეზე მსჯავრდებულებს გურამ დონაძეს და ზურაბ მიქაძესთან პროკურატურამ საპროცესო შეთანხმება გააფორმა, რითიც მსჯავრდებულებს სასჯელი შეუმცირდათ.

გურან დონაძემ უკვე დატოვა ციხე.
როგორც “აიპრესს” მთავარ პროკურატურაში განუცხადეს: “ამირან (ბუტა) რობაქიძის საქმეზე თბილისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე, მსჯავრდებულებმა გურამ დონაძემ და ზურაბ მიქაძემ თავი დამნაშავედ ცნეს წარდგენილ ბრალდებაში და სრულად აღიარეს 2004 წლის 24 ნოემბერს ამირან (ბუტა) რობაქიძის და მასთან ერთად ავტომანქანაში მყოფი პირების მიმართ ჩადენილი დანაშაული. ამასთან, ამხილეს დანაშაულის ჩამდენი სხვა პირებიც და გამოძიებასა და სასამართლოს მისცეს ჩვენება აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით ყოფილ მაღალჩინოსანთა მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ფაქტებთან დაკავშირებით. მსჯავრდებულთა აღიარების, მათი თანამშრომლობის ხარისხის და სხვა სამართლებრივი გარემოებების შეფასების შედეგად მიღებულ იქნა გადაწყვეტილება მსჯავრდებულებთან გურამ დონაძესთან და ზურაბ მიქაძესთანსაპროცესო შეთანხმების დადების თაობაზე, რის ფარგლებშიც მათ შეუმცირდათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 18 დეკემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელი.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად