ბუტა რობაქიძის საქმეზე მორიგი სასამართლო სხდომა 17 თებერვალს ჩაინიშნა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ალექსანდრე გვაზავას, ირაკლი ფირცხალავას, გურამ დონაძისა და ზაზა რობაქიძის მიმართ ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე  სასამართლო განხილვა დასრულდა. მორიგი სასამართლო სხდომა 17 თებერვალს 14:00 საათზე ჩატარდება.

დღეს მოსამართლე დავით მგელიაშვილმა არ დააკმაყოფილა ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე ბრალდებულებისა და მათი ადვოკატების შუამდგომლობა, სასამართლოში აღნიშნულ საქმეზე ბრალმდებელი პროკურორების აცილებასთან დაკავშირებით.

ასევე დღეს მოსამართლემ იმსჯელა ბრალდებულ ზაზა ბაქრაძის მიმართ აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით და ძალაში დატოვა მის მიმართ აღკვეთ ღონისძიებად პატიმრობის შეფარდება. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად