13 წლის შემდეგ, ბუტა რობაქიძის საქმეზე დღეს სასამართლო საბოლოო გადაწყვეტილებას გამოაცხადებს

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის კოლეგიის მოსამართლე დავით მგელიაშვილი დაასრულებს 2004 წლის 23 ნოემბერს დიდუბის ეკლესიასთან ჩატარებული სპეცოპერაციის დროს გარდაცვლილი ბუტა რობაქიძის საქმეზე სასამართლო განხილვას და განაჩენს გამოაცხადებს.

ბუტა რობაქიძის მკვლელობის ფაქტზე უფლებამოსილების გადაჭარბების საქმეზე ბრალდებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილი მაღალჩინოსნები: ირაკლი ფირცხალავა, გურამ დონაძე, ზურა მიქაძე, დავით იაშვილი და ზაზა ბაქრაძე.

ცნობისთის, ბუტა რობაქიძის მკვლელობის საქმეში ერთ-ერთი ბრალდბული ზაზა ბაქრაძე იძებნებოდა, ის თბილისის აეროპორტში დააკავეს. მან აღიარა დანაშაული. თუმცა მას აღკვეთი ღონისძიების სახედ 5 ათას ლარიანი გირაო შეეფარდა.

სცნობს თუ არა საქმეში ბრალდებულებს დამნაშავედ სასამართლო, 14:00 საათზე გახდება ცნობილი.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად