ბუშის თქმით, იგი შოკირებულია ხალხის რეაქციით, რაც მიშელ ობამასთან მისმა მეგობრობამ გამოიწვია

ყოფილმა პრეზიდენტმა ჯორჯ ბუშმა განაცხადა, რომ იგი “შოკირებული” იყო ხალხის რეაქციით, რაც გამოიწვია მისმა საზოგადოებრივმა კომუნიკაციამ ყოფილ პირველ ლედი მიშელ ობამასთან. ამის შესახებ CNN-ი წერს.

ბუში იხსენებს იმ დასამახსოვრებელ მომენტს, როდესაც იგი ესაუბრებოდა მიშელ ობამას აფროამერიკელების ისტორიისა და კულტურის ეროვნული მუზეუმის გახსნაზე და ასევე მათ შეხვედრას გარდაცვლილი სენატორის ჯონ მაკკეინის დაკრძალვაზე 2018 წელს და აღნიშნავს, რომ შოკირებული იყო ხალხის რეაქციით.

“ამერიკელი ხალხი ძალიან გაკვირვებული იყო, რომ მე და მიშელ ობამა მეგობრები გავხდით. ამერიკელები იმდენად პოლარიზებული არიან თავიანთი შეხედულებებისგან, რომ არც კი შეუძლიათ წარმოიდგინონ ჯორჯ ბუშისა და მიშელ ობამას მეგობრობა”, – განაცხადა მან CBS Sunday Morning-თან ინტერვიუში.

“ეს მეგობრობა იყო”, – ამბობს ყოფილი პირველი ლედი.

ინტერვიუში ბუშმა კონგრესს მოუწოდა, შეარბილოს “მკაცრი რიტორიკა” იმიგრაციის შესახებ და განაცხადა, რომ იგი იმედოვნებს, რომ ეს გაზრდის პატივისცემას ემიგრანტების მიმართ და პოლიტიკაში შემდგომ ცვლილებებს გამოიწვევს.

ბუშმა ასევე გამოსცა ემიგრანტების ნახატებით ახალი წიგნი, სახელწოდებით “ერთი ბევრიდან: ამერიკის ემიგრანტების პორტრეტები”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...