ბურჭულაძის თანაბლოკელის არასამთავრობო ორგანიზაციიდან არჩევნებს 657 ადამიანი დააკვირდება

2016 წლის 8 ოქტომბრის არჩევნებს 91 ადგილობრივი და 55 საერთაშორისო ორგანიზაციის დამკვირვებელი დააკვირდება. დამკვირებლების რაოდენობით ტრადიციულად საქართველოში მოქმედი ორგანიზაციები ლიდერობენ.

არჩევნებზე ყველაზე მეტი დამკვირვებელი "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" (ISFED) ეყოლება – 929. "ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები" – 911, ხოლო მესამე ადგილს "ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი" – 817 დამკვირვებლით იკავებს. ხუთეულშია „ახალი საქართველის“ თანაპარტიელის პაატა მანჯგალაძის ორგანიზაცია „ახალგაზრდა ევროპელებიც“. მისი ორგანიზაცია არჩევნებს 657 წარმომადგენლით დააკვირდება. აღსანიშნავია, რომ მანჯგალაძე კენჭს თავადაც იყრის, ის სამტრედიის მაჟორიტარობის კანდიდატია.

აღნიშნული მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ქართული არასამთავრობო ორგანიზაციები, რომლებიც არჩევნებს ყველაზე მეტი დამკვირვებლებით დააკვირდებიან ასე გამოიყურება:

ა(ა)იპ "სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება" – 929.

ა(ა)იპ "ახალი თაობა დემოკრატიული არჩევნები" – 911.

ა(ა)იპ "ანალიტიკური საერთაშორისო დემოკრატიული ინსტიტუტი" – 817.

.ა(ა)იპ "საქართველოს ახალგაზრდა ინტელექტუალთა გაერთიანება – ლაზარე" – 723.

ა(ა)იპ "ახალგაზრდა ევროპელები" – (თავმჯდომარე პაატა მანჯგალაძე) – 657.

ა(ა)იპ "მონიტორინგის ცენტრი – მედიატორი" – 627

ა(ა)იპ "საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო" – 427.

აღნიშნული მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

როგორც აღნიშნული მონაცემები ცენტრალური საარჩევნო კომისიის ვებ-გვერდზეა განთავსებული.

ISFED-ის თავმჯდომარემ მიხეილ ბენიძემ „აიპრესს“ განუცხადა, მის ორგანიზაციას ყველაზე მეტი დამკვირვებელი ჰყავს, რომ ისინი ძირითადად არჩევნების საკითხებზე მუშაობენ. ამბობს, რომ არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით დააკვირდებიან.

„ჩვენ არჩევნებს მთელი ქვეყნის მასშტაბით ვაკვირდებით და ერთ-ერთი ყველაზე დიდი მისია გვაქვს. ჩვენ ასევე გვაქვს ხმების პარალელური დათვლა. გვაქვს სპეციალური მეთოდოლოგია, რისი მეშვეობითაც ვაკვირდებით არჩევნებზე. ამიტომ როგორც წესი ჩვენ ყველაზე ფართო და სრულყოფილი მისიით ვაკვირდებით ხოლმე არჩევნებს“, – აცხადებს ბენიძე.

ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, ორგანიზაციაში სულ 400-მდე წევრია, თუმცა სპეციალურად არჩევნებისთვის ხდება ადამიანების გადამზადება და ისინი აკვირდებიან არჩევნებს.

„გვყავს ჩვენი წევრი დამკვირვებლებიც და ასევე სხვა ადამიანებიც, რომლებიც ზოგი გამოცდილები არიან, ზოგისთვის კი პირველი არჩევნებია, თუმცა ყველასთვის – როგორც გამოცდილებისთვის, ისე გამოუცდელებისთვის სპეციალური ტრენინგი ტარდება“, – განუცხადა მიხეილ ბენიძემ „აიპრესს“.

ჩვენ ა/ო „ახალგაზრდა ევროპელების“ თავმჯდომარის, გიორგი ვაშაძის თანაგუნდელ პაატა მანჯგალაძესთან დაკავშირებაც ვცადეთ, თუმცა პაატა ბურჭულაძის თანაბლოკელს მობილური ტელეფონი გამორთული ჰქონდა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...