ბურჭულაძე: “როგორც იქნა გამოირთო „რუსთავი 2“ და ხომ ატყობთ, რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში

ამის შესახებ მსოფლიო ბანი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე  სოციალურ ქსელში წერს, სადაც ყურადღებას  მამუკა ხაზარაძის და ფონდ “იავნანას” წინააღმდეგ განვითარებულ მოვლენებზე ამახვილებს.

„როგორც იქნა გამოირთო „რუსთავი 2“ და ხომ ატყობთ, რა საამო სიმშვიდეა ქვეყანაში. აღარავინ ტეხს განგაშს, რომ კორუფციაა და სიღარიბე, აღარც ოკუპაციის თემა მუსირებს. აგერ, ია კერზაიას სიცოცხლის მოსპობაში ბრალეული მხარე ვერ იქნა აღმოჩენილი და საქმე დახურეს. სამაგიეროდ, მამუკა ხაზარაძეს პასუხს აგებინებენ მამუკა ხაზარაძისვე დაზარალებაში, სხვა დაზარალებული ან მომჩივანი ვერ იპოვეს. უსახლკაროდ მიტოვებული ოჯახებისთვის ფონდ “იავნანას” მიერ ნაჩუქარ სახლებს რემონტი დაუწუნეს და ორი წელია მათ პურის ფულითაც კი აღარავინ დახმარებია. პროკურატურამ ეძება ფონდში და მხოლოდ დახმარებული და სარგებელმიღებულ ხალხი აღმოაჩინა, მაგრამ მავნებლურად საქმეს მაინც არ ხურავენ, ბოლომდე უნდათ “იავნანა” მოსპონ…და ალბათ, რა მშვენიერი იქნებოდა ივანიშვილისთვის ასწლოვანი ხეების შრიალში დღეების გატარება ინგა გრიგოლია და „ტვ პირველიც“ რომ არ დაურღვევდნენ მყუდროებას ახალი სატელევიზიო სეზონიდან. ისე ძალიან უნდა მას აგვისტოში გააჩუმოს და მოათავოს ყველაფერი, რომ მისი მონები ბატონის სურვილების შესასრულებლად ყველაფერზე ხელს აწერენ, ყველა საქციელზე მზად არიან და შემდეგ უტიფარ გამართლებასაც მარტივად კადრულობენ. რაც მთავარია, სიჩუმეა… სიჩუმეა და აღარავინ წუხდება. ვაი, ჩემო საქართველო“, – წერს პაატა ბურჭულაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...