ბურჭულაძე: ჩემს ბავშვობაში თბილისის ნგრევის სიმბოლო აღა-მაჰმად ხანი იყო, ახლა პოლიტიკოსებია

„სახელმწიფო ხალხისთვის“ ლიდერმა პაატა ბურჭულაძემ თბილისის მაჟორიტარობის კანდიდატები წარადგინა. წარდგენისას მან მოქალაქეებს არჩევნებზე აქტიურობისკენ მოუწოდა და განაცხადა, რომ თბილისის ნგრევაში წვილი მიუძღვის პოლიტიკოსებს, არქიტექტორებს და მერებს. ის მოსახლეობას არწმუნებს, რომ მისი პოლიტიკური პარტიის მიერ წარდგენილი თბილისის მაჟორიტარები იხსნიან თბილისს ეკოლოგიური, არქიტექტურული და კულტურული განადგურებისაგან.

"თბილისის მაჟორიტარებად წარმოგიდენთ ადამიანებს, რომლებმაც უნდა იხსნან თბილისი ეკოლოგიური, არქიტექტურული და კულტურული განადგურებისაგან.

ჩემს ბავშვობაში თბილისის ნგრევის სიმბოლო აღა-მაჰმად ხანი იყო, ახლა ჩემთვის თბილისის ნგრევის სიმბოლო ზოგიერთი მერი, ზოგიერთი არქიტექტორი, ზოგიერთი მშენებელი და ბევრი პოლიტიკოსია. ჩვენ იმ თბილისს ვეღარ ვნახავთ, ვერ ნახავენ ჩვენი შილები და ჩვენი შვილიშვილები, რადგან ის ძველი თბილისი არა მხოლოდ არქიტექტურული შედევრი იყო, არამედ სოციალურ-კულტურულიც. აღარც ის ძველი არქიტექტურა შემოგვრჩა აღარც ის ძველი სოციალური კულტურა. დიახ, რამდენიმე მერმა, ცოტა არქტიტექტორმა და ბევრმა პოლიტიკოსმა გაანადგურა თბილისი შეგნებულად, მიზანდასახულად იმიტომ რომ არ ვიცოდით თუ როგორ არ უყვარდათ ეს ქალაქი. 

წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც არ დაიშურებს ძალასა და ღონეს, რომ თბილისის ბოლო ნარჩენები გადაარჩინოს აგრესიისაგან, რომლებიც აღარ გააჩეხინებენ, აღარ დაანგრევინებენ, აღარ წაალეკინებენ ჩვენს ქალაქს, წარმოგიდგენთ გუნდს, რომელიც იზრუნებს თბილისსა და თბილისელებზე, რომლებიც არ შევლენ ფარულ კორუფციულ გარიგებაში რომლებიც არ იქნებიან იმპერატორების ნების უსიტყვო შემსრულებლები, რომლებსაც ნამდვილად უყვართ თბილისი", – განაცხადა პაატა ბურჭულაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად