ბურჭულაძე: ბიძინამ თითქმის მთელი ქვეყანა დაიყვანა თავის დონეზე და ახლა ეკლესიაც დაღმა გზას დაადგა

მეორე ლოყა შეუშვირეთო გვასწავლიან და თავად საჯაროდ იწყევლებიან, – ამის შესახებ მსოფლიო ბანი პაატა ბურჭულაძე სოციალურ ქსელში წერს საოპერო მომღერლის ანიტა რაჭველიშვილის მიმართ არქიმანდრიტ ბართლომე ფირცხალაშვილის წყევლის საპასუხოდ.

“ბიძინამ თითქმის მთელი ქვეყანა დაიყვანა თავის დონეზე და ახლა ეკლესიაც დაღმა გზას დაადგა. მეორე ლოყა შეუშვირეთო გვასწავლიან და თავად საჯაროდ იწყევლებიან. ანიტა, შენი ხმა ღვისგან ბოძებული საჩუქარია და ვერავინ და ვერაფერი მოერევა!!! ივანიშვილს კი თავის წიაღში მამაოც კი მისნაირი ჰყოლია. იმედია, საქართველოს ეკლესია მოახდენს რეაგირებას”, – წერს პაატა ბურჭულაძე.

შეგახსენებთ, არქიმანდრიტი ბართლომე ანიტა რაჭველიშვილის კრიტიკას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ მას “ყელის კიბო უშველის”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად