ბურჭულაძე: ანიტა, ღმერთს ვთხოვ, მრავალი წელი ასე “გაყროყინოს” ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ

მსოფლიო ბანი, ფონდ “იავნანას” დამფუძნებელი პაატა ბურჭულაძე, მსოფლიო საოპერო მომღერლის, ანიტა რაჭველიშვილის მიმიართ სოციალური ქსელით გამოთქმულ შეურაცხყოფას ეხმიანება.

“საპროტესტო აქციაზე ანიტა რაჭველიშვილის სიტყვით გამოსვლამ და სიმღერამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია მტავრობაში და იმავე წუთში ჩართეს მათი 7 წლის განმავლობაში ერთადერთი წარმატებული იარაღი – ტროლები,  რომლებმაც ჩვეული მონდომებით და უხვი შეურაცყოფით შეამკეს ანიტა. აქ ახალი არაფერი არ არის,რადგან ამას ჩვენი მთავრობიდან შეჩვეულები ვართ, მაგრამ მინდა ერთ კომენტარზე გავამახვილო ყურადღება, რომელიც გადავამოწმე და ტროლი არ არის. ერთმა ქალბატონმა მიწერა ანიტას: “ანიტა,ერთი ყროყინი შეგიძლია და რამდენს ბედავ.” უცებ გამახსენდა ბიძინა ივანიშვილი, მისი გარემოცვა და დავინახე ის სამჭუხარო რეალობა, რომ ანიტას სიმღერა მათვის მართლა ყროყინის ტოლფასია. ჩემო საყვარელო ანიტა,ღმერთს ვთხოვ, რომ მრავალი წელი ასე “გაყროყინოს” ჩვენი ქვეყნის საბედნიეროდ. გკოცნო <3 ” – წერს პაატა ბურჭულაძე.

ცნობისვის, ანიტა რაჭველიშვილი გუშინ თბილისში გამართულ საპროტესტო  მსველობას “თავისუფლების მარშს” შეურთად და პარალემნტთან  20 ივნისს საქართველოშ მომხდარი ფაქტი დაგმო და გიორგი გახარიას მიმართა. 

 „ეს არის აქცია, რომლითაც ჩვენ ვებრძვით უსამართლობას, ჩვენ ვებრძვით იმ რეჟიმს, რომელსაც ვებრძოდით ყოველთვის და ვებრძვით ძალადობას. არავის აქვს უფლება, უდანაშაულო მოქალაქეს მოექცეს ისე, როგორც ჩვენ მოგვექცა გახარია. ასე, რომ ძალიან გთხოვთ, ბატონო მინისტრო, იქონიეთ კაცობა და წადით,” – განაცხადა რაჭველიშვილმა. 

ცნობისთვის, 20 ივნისს თბილისში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 26-ე გენერალური სესია ჩატარება იყო, სადაც პლენარულ სხდომათა დარბაზში, პარლამენტის სპიკერისთვისგანკუთვნილი ადგილიდან, დელეგატებს ასამბლეის პრეზიდენტმა, რუსეთის დუმის დეპუტატმა, კომუნისტური პარტიის წევრმა, სერგეი გავრილოვმა მიმართა.

ოკუპანტი ქვეყნის დუმის დეპუტატის, საქართველოს პარლამენტიდან რუსულ ენაზე მიმართვას, საპროტესტო აქცია მოყვა. რის შემდეგ რუსეთის დელეგაციას მოსკოვში მოუწია დაბრინება. საპასუხოდ კი, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა, საქართველოს წინააღმდეგ ეკონომიკური საქნციები აამოქმედა და რუსულ კომპანიებს საქართველოში ავია გადაზიდვები აუკრძალა.

მიუხედავა იმისა, რომ გავრილოვმა დატოვა საქართველო აქციის მონაწილეები არ დაშლილან. გვიან ღამით შსს-ს სპეცრაზმმა პარლამენტის შენობის წინ აქციის მონაწილეების დასაშლელად აირი, წყლის ჭავლი და ლეტალური ტყვიები გამოიყენა. აქციის დაშლის დროს დააკავეს 305 პირი.

მომხდარის გამო მღელვარება იმდენად მძლავრი იყო, რომ ქვეყნის პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ თანამდებობა დატოვა. ასევე, დეპუტატის მანდატზე უარის თქმა მოუწია ასამბლეის ორგანიზატორს, ზაქარია ქუცნაშვილის.

მოუხედავად ამისა, საპროტესტო აქცია საქართველოს დედაქალაქში უკვე მე-10 დღეა („ევროპული საქართველოს“ ორგანიზებით) მიმდინარეობს. სადაც სამი მოთხოვნაა: 1.  გადადგეს შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, 2. გამოუშვან დაკავებული პირები, 3. ჩატარდეს პროპორციული არჩევნები.

საპასუხოდ, „ქართული ოცნება“ გამოდის ინიციატივით, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით, ნულოვანი საარჩევნო ბარიერის პირობებში. 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესითა და ნულოვანი ბარიერით ჩატარების შესახებ განცხადება პარტიის ოფისში „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილმა გააკეთა.

ივანიშვილის ინიციატივას, საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ასე უპასუხა: ნულოვანი ბარიერი ნიშნავს პატარ-პატარა პარტიების ყიდვას და გაერთიანებების დაშლას

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად