ბურკინა-ფასოში ტერორისტების თავდასხმის შედეგად, 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა

ადგილობრივი ადგილობრივი მედიის ცნობით, ბურკინა-ფასოს ჩრდილოეთით ჯიჰადისტების თავდასხმის შედეგად, 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, მათ შორის ქალები.

”ჩვენი ჯარისკაცების გმირული ქმედებების შედეგად, 80 ტერორისტის ლიკვიდაცია მოხდა”, – განაცხადა პრეზიდენტმა როკა კაბორემ.

”ამ ბარბაროსული თავდასხმის შედეგად 35 მშვიდობიანი მოქალაქე დაიღუპა, ძირითადად ქალები”, -განაცხადა  მან.

თავდასხმა ქალაქ არბინდაში მოხდა, რომელიც ქვეყნის ჩრდილოეთით, მალის საზღვართან მდებარეობს.

შეტაკება რამდენიმე საათს გაგრძელდა.

”ტერორისტებმა ერთდროულად შეუტიეს სამხედრო ნაწილსა და მშვიდობიან მოსახლეობას”, – ნათქვამია ბურკინა ფასოს არმიის შტაბის უფროსის განცხადებაში.

მებრძოლებთან შეტაკებისას უსაფრთხოების ძალების შვიდი წევრი დაიღუპა.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად