ბურკინა-ფასოში მომხდარი აფეთქების შედეგად 6 ბავშვი დაიღუპა

ექვსი ბავშვი დაიღუპა და ოთხი დაშავდა ბურკინა-ფასოში მომხდარი აფეთქების შედეგად. ამის შესახებ BBC იუწყება.

ბავშვების ჯგუფს პირუტყვი საძოვრებზე ჰყავდა გაყვანილი, როდესაც აფეთქება მოხდა. ადგილობრივმა მაცხოვრებლები აცხადებენ, რომ ეს იყო ხელნაკეთი ასაფეთქებელი მოწყობილობა, რომელიც ბავშვების მოძრავი ჯგუფის გზაზე აღმოჩნდა. მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.

ტანგაეს რაიონი, სადაც აფეთქება მოხდა, მალის საზღვართან ახლოს მდებარეობს, მის ტერიტორიაზე კი, 2017 წლიდან მოყოლებული, JNIM-ის ისლამისტური ტერორისტული დაჯგუფებები მოქმედებენ. მას ახლო კავშირები აქვს ალ-ქაიდასთან.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად