ბურჯანაძე: ვაჟა ექიმის გათავისუფლებაზე რუსეთისგან მივიღე ადამინური გაგება და პოლიტიკური მზაობა

ამის შესახებ “დემოკრატიული საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველთან” განაცხადა.

“მე მესმის ახალგაზრდების ემოციურობა. ძალიან ძნელია, როცა შენს ტერიტორიაზე და გულზე გადის ე.წ. საზღვარი და ასე ვთქვათ, საოკუპაციო ხაზთან, ხან იქეთ  ხან აქეთ ადმიანების პირად ტრაგედიას ხედავ, რა თქმა, უნდა ძნელია ამ დროს ახალგაზრდისთვის დიალოგზე საუბარი. ამავდროულად გააცნობიერეს ის, რომ ოპოზიციური ერთობა არის ძალიან მნიშვნელოვანი და აქვე შემიძლია თქვენი ეთერით ვთქვა, ყველა ახალგაზრდასთან შემიძლია დახურულ რეჟიმში, პრესისა და ტელევიზიის გარეშე ვისაუბრო, ღირს თუ არა რუსეთთან დიალოგი.

ნახეთ რა გააკეთა “ქართულმა ოცნებამ”, ახლა რომ ვლაპარაკობთ ამ საკითხს მესამე საკითხად, ეს არის თქვენი უსინდისობის ბრალი. იმიტომ რომ ადამიანის ტრაგედია არა მაგრამ, დრამატულ ვითარებაზე ივაჭრეთ და არაფერში გაინტერესებთ რას განიცდის ვაჟა გაფრინდაშვილის ოჯახი, როდესაც ტროლები წერდნენ, რომ ბურჯანაძემ თქვა:  დღეს 9 საათზე იქნება … ბატონი ვაჟა ძალინ მალე იქნება სახლში. ამას ვამბობ სრული პასუხისმგებლობით.

მე ავუხსენი რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომ ეს არამარტო ჰუმანიტარული საკითხია, არამედ საქართველოსთვის ძალიან მძიმე, მწვავე და პოლიტიკური საკითხია. უნდა ვთქვა, არამარტო ადამინური გაგება მივიღე ამ საკითხთან დაკავშირებით, არამედ აბსოლუტური პოლიტიკური მზაობა, რომ რუსეთმა მაქსიმალურად ხელი შეუწყოს ვაჟა ექიმის გათავისუფლების საკითხს” – განაცხადა  ნინო ბურჯანაძემ.

 

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად