ბურჯანაძე ვოლსკის: არც თქვენ მოგწონთ ოპოზიცია და არც ჩვენ ვგიჟდებით თქვენზე!

“ოპოზიციას აქვს კონსტრუქციული პოზიცია”-ამის შესახებ, “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ, TV პირველის ეთერში განაცხადა.

ნინო ბურჯანაძეს თქმით, გაერთიანებული ოპოზიცია შეთანხმებულად მოქმედებს.

“ოპოზიციას აქვს კონსტრუქციული პოზიცია. ძალიან სამწუხარო იყო გია ვოლსკის განცხადება, რომ ერთმანეთთან ვერ შეთანხმებულან. მივმართავ გია ვოლსკის, ნუ ღელავთ, ბატონო, გია. ყველაფერზე ვართ შეთანხმებულები.

გვაქვს პრინციპული პოზიცია. 40% თან დაკაშვირებთ, მინიმუმთან დაკავშირებთ,რაზეც შეილება ოპოზიცია წამოვიდეს. პრინციპული პოზიცია პოლიტპატიმრებთან დაკავშირებით და. ერთმანეთი ვის რა დოზით მოგვწონს, ეს არ არის თქვენი საღელვო.

არც თქვენ მოგწონთ ოპოზიცია და არც ჩვენ ვგიჟდებით თქვენზე, მაგრამ ეს არ არის მთავარი. არ არის საჭირო ასეთი აგდებული საუბარი”-ამბობს ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად