ბურჯანაძე: წულუკიანი გვეუბნება, ტყუილად მოდიხართ, თავზე დაგამხობთ ყველაფერსო- ამას რა ჰქვია?!

პარტია “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, ვიცეპრემიერი, იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანის დღეს გაკეთებული განცხადების გამო გააკრიტიკა.

“მე იმედი მაქვს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ ხელისუფლება გონივრულად მიუდგა საკითხს და მზად არის ისაუბროს საზოგადოებასთან. მინდო იმედი ვიქონიო, რომ ეს ასეა. იმიტომ რომ, როცა ადამიანც ეპატიჟები ლაპარაკზე, დიალოგზე და წინასწარ ამბობ, რომ უარს ვეტყვიო, ეს ძალიან რბილად რომ ვთქვათ, ადამიანური უკულტურობაა და პოლიტიკური სიბეცე.

ე.ი. გვირეკავს პარლამენტის თავმჯდომარე და გვთხოვს შეხვედრას, გვირეკავენ ელჩები და გვთავაზობენ ამ შეხვედრას და წულუკიანი გვეუბნება, ტყუილად მოდიხართ, თავზე დაგამხობთ ყველაფერსო. ამას რა ქვია?! მერე იტყვიან, ოპოზიციაა არაკონსტრუქციულიო”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

შეგახსენებთ, ხვალ, დღის პირველ ნახევარში, ხელისუფლების წარმომადგენლებსა და ოპოზიციის წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართება. როგორც  ირაკლი კობახიძემ  ჟურნალსიტებს განუცხადა, შეხვედრას დიპლომატიური კორპუსი დაესწრება და განხილვის ერთ-ერთი მთავარი საკითხი არჩევნების „გერმანული მოდელი“ იქნება.

თეა წულუკიანის განცხადებით კი ხვალ, ოპოზიციას ოფისის პირობებში აუხსნიან, რომ გერმანული მოდელი კონსტიტუციასთან შეუსაბამოა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად