ბურჯანაძე: თუ საგანგებო მდგომარეობა გამოცხადდება, რა თქმა უნდა, ყველანი დავემორჩილებით

” მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა ყველანი დავემორჩილებით”-“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ საგანგებო რეჟიმის გამოცხადება საჭირო არ იქნება

თუმცა, მისი თქმით, თუ საგანგებო რეჟიმის აუცილებლობა მაინც დადგა, რა თქმა უნდა ყველა ამ გადაწყვეტილებას დაემორჩილება.

“რა ფორმით რა იქნება, ამაზე ვისაუბროთ შემდეგ. იმედი მაქვს, არ იქნება საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების აუცილებლობა, მაგრამ თუ ამის აუცილებლობა იქნება, რა თქმა უნდა ყველანი დავემორჩილებით. მონაწილეობას მაქსიმალურად მივიღებთ ნებისმიერ განხილვაში, რაც ხელს შეუწყობს იმ გადაწყვეტილებების მიღებას, რომელიც მიგვაჩნია სწორად,” – განმარტა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საყოველთაო განხილვები დისტანციურ რეჟიმში გაიმართება. საკითხზე უმრავლესობაც და ოპოზიციაც თანხმდება. რა ფორმით გაგრძელდება პროცესი, ამას შესაბამისი კომისია განსაზღვრავს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად