ბურჯანაძე თარგამაძეს: “თქვენ და თქვენი მინისტრები ჩემთან ცივ ოფლს იწმენდდით”

"სამართალი რომ არსებობდეს, გივი თარგამაძე ახლა აქ თქვენს ეთერში კი არა, ციხეში უნდა იჯდეს" – ასე მიმართა ნინო ბურჯანაძემ გადაცემა არჩევანის წამყვანს, გიორგი გაბუნიას გივი თარგამაძის ეკრანზე გამოჩენისას.

"იმედია, მე ამ ქალბატონს არ ვესაუბრები  ახლა და საზოგადეობას ვესაუბრები. ომის დროს ან მის შემდგომ, ოპოზიციასთან, რომელიც სეპარატისტულად მართავდა მოლაპარაკებებს მტრებთან,  რა უნდა გვქონოდა სალაპარაკო. ქალბატონი ნინო როგორ უნდა საუბრობდეს საერთოდ რამეზე?" – უპასუხა გივი თარგამაძემ.

 თარგამაძის ამ რეპლიკას, ნინო ბურჯანაძის პასუხი მოჰყვა: "რაღაც მასეთი ომახიანი ტონით ვერ მელაპარაკებოდით, როცა პარლამენტის თავმჯდომარე ვიყავი, ოფლს იწმენდით თქვენ და თქვენი მინისტრები, როცა ჩემთან შემოდიოდით" – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ. 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად