ბურჯანაძე: სტრასბურგის გადაწყვეტილება უნდა შესრულდეს, ევროსტრუქტურებზე ლაპარაკს პასუხისმგებლობით მოვეკიდოთ!

ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” ეთერში განაცხადა.

“რა თქმა უნდა, როდესაც ევროპულ სასამართლოსა და ევროპულ სტრუქტურებზე ვლაპარაკობთ პასუხისმგებლობით უნდა მოვეკიდოთ ამ თემას. იმიტომ, რომ იქ არის პროცედურები. მე არ ვარ ჩახედული ამ პროცედურებში. სირთულეები არსებობს, მაგრამ 2 აზრი არ არსებობს იმასთან დაკავშირებით, რომ რაც არ უნდა მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს სასამართლოს გადაწყვეტილება, მით უფრო ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება, ის უნდა შესრულდეს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...