ბურჯანაძე: ჩემს გარდა არავის აქვს რუსეთთან პირდაპირი დიალოგის წამოწყების გამბედაობა

ამის შესახებ, ‘ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ დიანა ტრაპაიძის დღის ამბებში, საქართველო-რუსეთის ურთიერთობების შესახებ საუბრისას განაცხადა.

“მე ნამდვილად გეუბნებით, რომ არავის დღეს საქართველოში არ აქვს იმის გამბედაობა და კომპეტენცია რომ პირდაპირი დიალოგი წამოიწყოს რუსეთთან, ჩემს გარდა, სამწუხაროდ.

მე ნამდვილად შევძლებდი ძალიან სერიოზული პოზიტივის შემოტანას რუსულ-ქართულ ურთიერთობებში ხელისუფლებაში ყოფნის შემთხვევაში. ბუნებრივია შესაბამისი ბერკეტების არსებობის შემთხვევაშიც. მე ძალიან ბევრ რამეს შევცვლიდი. განეიტრალდეს ვთქვათ, ის სიმწვავეები რაც არის, მაგრამ, რა თქმა უნდა, ძალიან სერიოზული ბერკეტი იქნებოდა. ხელსუფლებას უნდა უნდოდეს დიალოგი “,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...