ბურჯანაძე რუსეთის დახმარების მოწინააღმდეგეებზე:ეგენი უნდა ჩასვა იმ ცეცხლში,ოღონდ არ დაწვა

ამის შესახებ "დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ "ტვ პირველის" ეთერში განაცხადა.

"იცით რა მაინტერესებს? ამ ადამიანების სახლებს რომ გაუჩნდეს ცეცხლი, არ ჩააქრობინებენ რუს მეხანძრეს თუ ამისი აუცილებლობა იქნება?! დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, რომ საკუთარ სახლებზე არ დაიწყებდნენ იმის გარჩევას რუსი აქრობს თუ ავსტრალიელი.

მაგრამ საკუთარი სახლივით არ სტკივათ არც აბასთუმანი და არც ბორჯომი. აი უნდა ჩასვა ესენი იმ ადგილებში, სადაც ეს ცეცხლია, ოღონდ არ უნდა დაწვა. რა თქმა უნდა ცოცხლად დაწვას არ ვამბობ. ძალიან მაინტერესებს, ცეცხლი რომ მივა მათთან, რომ ჰკითხო რუსმა ჩააქროს თუ არაო, რას იტყვიან? არა დავიწვები თუ რუსი ჩააქრობს და დაველოდოთ ამერიკული როდის მოვაო? მასობრივი შიზოფრენია დაემართა ქვეყანას. გვყავს აბსოლუტურად უსუსური ხელისუფლება", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად