ბურჯანაძე: როგორც ჩანს, სააკაშვილზე მართლმადიდებლობის მადლი ახლა გადმოვიდა

ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში, გადაცემა “ხალხის პოლიტიკაში” განაცხადა.

“პატრიარქის დამოკიდებულება ჩემდამი იმით არის განპირობებული, მან იცოდა, რომ მე ვცდილობდი შემერბილებინა ის დარტყმები, რომელიც ხელისუფლებიდან მოდიოდა საპატრიარქოს და ეკლესიის მისამართით. აქ თქვენი წინა სტუმარი [გიგა ბოკერია] ნამდვილად არ თამაშობდა ბოლო როლს, მაგრამ რაღაც დიდი წინააღმდეგობა სააკაშვილის მხრიდანაც არ მახსოვს ამ ჯგუფის მისამართით.

არანაირი განსხვავებულობა არ არსებობს. როგორც ჩანს სააკაშვილზე ახლა გადმოვიდა მართლმადიდებლობის მადლი და გადაწყვიტა, რომ ილაპარაკოს როგორც მორწმუნე მართლმადიდებელმა. განცხადებები რომ რუის-ურბნისის კრება უნდა ჩატარდეს და დანარცენს არ გავაგრძელებ, ასე ვთქვათ რა არის გასატარებელი მღვდელ-მთავრების მისამართით, ეს სააკაშვილისა და ბოკერიასგან, ეს მახსოვს”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად