ბურჯანაძე: როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცრაზმის ენით?!

“როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცდანიშნულების რაზმის ენით?!’,- ამგვარად გამოეხმაურა “დემოკრატიული მოძრაობა – ერთიანი საქართველოს” თავჯდომარე ნინო ბურჯანაძე პანკისის ხეობაში განვითარებულ მოვლენებს.

“არ უწევს ანგარიშის იმასაც, რომ წარმოიდგინეთ, ის რაც ხდება დღეს პანკისის ხეობაში, მარტო საქართველოში ხომ არ გადაიცემა. ამას უყურებენ აფხაზეთში, ამას უყურებენ ცხინვალის რეგიონში და რა დასკვნა შეიძლება გამოიტანოს ამ ყველაფრისგან აფხაზებმა და ოსებმა, მე ვფიქრობ, ამას განსაკუთრებული პოლიტიკური ალღო არ სჭირდება…

„დალაპარაკებოდნენ მოსახლეობას, გაერკვიათ რა აწუხებს, რა უჭირს და რა ულხინს, რა არგუმენტები აქვს. როგორ შეიძლება საკუთარ მოსახლეობას ელაპარაკო სპეცდანიშნულების რაზმის ენით და როგორ შეიძლება პანკისის ხეობაში გამოიყენო პლასტიკური ტყვიები და ცრელმსადენი გაზი. წარმოუდგენელია უბრალოდ. ეს იცით რისი ბრალია ბატონო ბიძინა? ქვეყანას რომ მართავთ როგორც საკუთარ კორპორაციას, როდესაც ბიზნეს ინტერესები არის უფრო მნიშვნელოვანი, ვიდრე ნებისმიერი სხვა“ – აცხადებს ბურჯანაძე “კურიერთან”

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...