ბურჯანაძე: ყველას კარგად ესმის რომ საქართველოში ფეოდალური მმართველობაა

“ყველა ხედავს ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის დამღუპველია”-ამის შესახებ, “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

” მე დარწმუნებული ვარ იმაში, რომ წნეხი საერთაშორისო თანამეგობრობის მხრიან გაძლიერდება, იმიტომ რომ ყველა ხედავს ეს ხელისუფლება ქვეყნისთვის დამღუპველია. ასევე გაგრძელდება წნეხი, როგორც ახალგაზრდების ასევე საზოგადოების დანარჩენი ნაწილის მხრიდან. გარწმუნებთ რომ რაც არ უნდა ეცადონ, რაღაცეების შემოგდებას ეს ოპოზიციურიე ერთობა არ დაიშლება”,-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძე 4 კონგრესმენის მიერ გიორგი გახარიასადმი გაგზავნილ წერილს გამოეხმაურა სადაც დასძენს:

“წერილის ადრესატი არის ბიძინა ივანიშვილი, იმიტომ რომ ყველა ძალიან კარგად იცის საქართველოში დღეს, 21 საუკუნეში ფეოდალური მართველობაა”-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას კრიტიკული წერილი ამერიკის შეერთებული შტატების ოთხმა კონგრესმენმა მისწერა. ადამ კინზინგერის, ჯერი კონოლის, ელიოტ ენგელისა და მაიკლ მაკაულის წერილი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის Facebook გვერდზე 22 იანვარს, განთავსდა.

ამასთან, კონგრესმენების წერილს ჯო ბაიდენის ცენტრის მმართველი დირექტორი მაიკლ კარპენტერი სოციალური ქსელის მეშვეობით გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლებამ წერილი სერიოზულად უნდა მიიღოს.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად