ბურჯანაძე: “ქართული ოცნების” ლიდერის სიტყვას ვერ ვენდობი, დანარჩენების სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს!

ამის შესახებ, “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძემ, “კურიერთან” საუბრისას განაცხადა.

“მე მაინცდამაინც სერიოზულად არ ვიღებ ხოლმე “ქართული ოცნების” განცხადებებს, რომ ეს არის ბოლო შემოთავაზება, რო სხვა არაფერი არ იქნება.

როგორც წესი, “ქართული ოცნების” ლიდერის სიტყვას მე ნამდვილად ვერ ვენდობი, ისევე, როგორც ალბათ ძალიან ბევრი სხვა ადამიანი, ხოლო დანარჩენების სიტყვას არავითარი ფასი არ აქვს.

ასე რომ, მე ვფიქრობ, რომ ყველა ვარიანტში, შეხვედრის შემდეგი რაუნდი უნდა შედგეს და ხელისუფლებამ უნდა გაიგოს – აქ იმაზე კი არ არის ლაპარაკი, რომ რომელიმე პარტიას 1, 2 ან 3 დეპუტატით მეტი ეყოლება თუ არა, აქ არის ლაპარაკი იმაზე, რომ საზოგადოება პროპორციულ არჩევნებს ელოდება,”-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად