ბურჯანაძე:პუტინის საქართველოსადმი დამოკიდებულება, ჭკვიანურად რომ გამოგვეყენებინა, სხვა რეალობა იქნებოდა

“პუტინის საქართველოსადმი დამოკიდებულება, რომ გამოგვეყენებინა ჭკვიანურად, დღეს სხვა რეალობა იქნებოდა საქართველოში”,-ამის შესახებ “დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ გადაცემა “360 გრადუსში” გაანცხადა.

“პუტინის საქართველოსადმი დამოკიდებულება, რომ გამოგვეყენებინა ჭკვიანურად, დღეს სხვა რეალობა იქნებოდა საქართველოში. სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ. ასეთივე სრული პასუხისმგებლობით შემიძლია გითხრათ, ის რომ დღეს აფხაზეთი და სამაჩაბლო დეფაქტo, საქართველოს ნაწილობრივ დე იურე საქართველოს შემადგენლობაში არ არის ამაში პუტინზე მეტად თუ არა ნაკლებად დამნაშავეები ჩვენ არ ვართ. ეს არ არის პუტინის დამსახურება, ეს ჩვენი დამსახურებაა, ჩვენი უჭკუოების.

შემიძლია ბევრი მაგალითი მოგიყვანოთ ჭკვიანური დიპლომატიური ნაბიჯების შედეგად, სახელმწიფოს ლიდერები იცვლიან პოზიციებს”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...