ბურჯანაძე პრემიერისა და ტურისტის კლიპზე: თავს დავდებ პაპუა-ახალ გვინეაში არ გააკეთებენ ამას

"დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერი ნინო ბურჯანაძე იმ ვიდეორგოლს აკრიტიკებს, სადაც  პრემიერმინისტრი გიორგი კვირიკაშვილი საქართველოში მე- 6 000 000 ტურისტს ხვდება.

"შენ თავს თუ წარმოიდგენ იმ ტურისტის ადგილზე, რა თქმა უნდა სასიამოვნოა, თუ რომელიმე ქვეყანაში ჩახვალ და ასე დაგხვდებიან, მაგრამ თუ წარმოდიგენ შენ თავს იმ ქვეყნის მოქალაქის ადგილზე, რომლის პრემიერმინისტრი ჩამოსულ ტურისტს ხვდება და ეუბნება, ამ ქვეყნის პრემიერმინისტრი ვარ და მერე სუფრას უშლის, არ მგონია, მაინცდამაინც კარგ მდგომარეობაში ვიყოთ. 

მე თავს დავდებ პაპუ -ახალ გვინეაში არ იქნება გაკეთბული ასეთი კლიპი და მით უარესი ჩვენი ქვეყნისთვის, როცა ასეთ კლიპებს მოწონება აქვს. მაგას ვეღარ ვარჩევთ რა უნდა მოგვეწონოს და რა არა, ეს იმის ნიშანია, რომ სახელმწიფოებრიობას ვკარგავთ, რაღაც ნარცისიზმი დაგვემართა. ეს არის კლასიკური ნიშანი იმისა, რომ ქვეყანა კარგავს სახელმწიფოებრიობას. თუ გვინდა, რომ საქართველო ტურისტული ზონა იყოს მსოფლიოსათვის და ჩვენ რაღაც ეგზოტიკური მოქალაქეები ვიყოთ ამ ქვეყნის, რომლის სანახავადაც ჩამოდიან, ეს ერთია, თუ გვინდა სახელმწიფო ვიყოთ, მეორეა", – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ "პოლიტმეტრში". 

ნინო ბურჯანაძე საქართველოში 6 მილიონი ტურისტის შემოსვლას სკეპტიკურად უყურებს. 

"ტყუილია ის 6 მილიონი ტურისტი. ამდენი ტურისტი რომ შემოვიდეს საქართველოში წლის განმავლობაში, მაშინ საქართველოში ფეხის დასადგმელი ადგილი არ იქნება. თუ ხელისუფლება ტურისტებად არ ჩათვლის იმ ადამიანებს, რომლებიც მაგალითად წითელ ხიდზე გადადიან, დღეში ორჯერ ხანდახან, და ისინიც ტურისტებად არიან მითვლილი, გარწმუნებთ, რომ 6 მილიონიანი ციფრი არ იქნება", – აღნიშნა ნინო ბურჯანაძემ.  

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად