ბურჯანაძე: პატრიარქმა ჩემთან საუბარში თქვა, რომ ეკლესიის დანგრევა უნდათ

„მან ერთხელ ჩემთან საუბარში თქვა, რომ ეკლესიის დანგრევა უნდათ. რამდენიმე თვის წინ თქვა. მას ეს ძალიან აწუხებდა“,- ამის შესხებ „ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა, ნინო ბურჯანაძემ „ტელეკომპანია პირველის“ ეთერში საუბრის დროს განაცხადა.

“პატრიარქი ძალიან ჭკვიანი ადამიანია და გამორიცხულია, რომ მას არ დაენახა ის, რაც ეკლესიის წინააღმდეგ ხდებოდა. მან ერთხელ ჩემთან საუბარში თქვა, რომ ეკლესიის დანგრევა უნდათ. ეს მან რამდენიმე თვის წინ თქვა. მას ეს ძალიან აწუხებდა. მეტს ვერაფერს ვიტყვი.”,-ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, გუშინ, სინოდის სხდომაზე, მეუფე პეტრეს მღვდელმთავრის სტატუსი შეუჩერდა.

ამასთან ერთად გაირკვა, რომ სინოდი დეკანოზ გიორგი მამალაძეს პრეზიდენტთან შეწყალებაზე უშუამდგომლებს.

პეტრე ცაავას თქმით, ერს ჰყავს პიდარასტიის, მამათმავლობის ცოდვით შეპყრობილი სინოდის თავმჯდომარე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად