ბურჯანაძე “ოცნებას”: სანამ ეთერში გამოხვალთ, სარკეში თქვით რის თქმასაც აპირებთ, სასაცილოები ხართ 

“დემოკრატიული საქართველოს” ლიდერი ნინო ბურჯანაძე ამბობს, რომ მმართველ პარტიას “ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” არსად ენდობიან, მათ შორის არც რუსეთში.

ნინო ბურჯანაძის თქმით, როცა “ოცნებას” სურს იუმორით ისაუბროს, სასაცილოდ გამოიყურება, რადგან იუმორი არ აქვს.

“რუსეთში ასეთი შეხვედრების წინ, რატომ უნდა ვიყო მე დაკავებული ვიღაცეების ჭორაობით “ფეისბუქზე”?  იმის ნაცვლად, რომ რაღაცა ხელშეწყობის რეჟიმში იყვნენ და ხელი შეგვიწყონ, ისტერიკას მართავენ, მაგრამ მე ვიცი ჩემს ვიზიტთან დაკავშირებით რატომ მართავენ და ატყდა ეს ისტერიკა. ერთ-ერთი მიზეზია ის, რომ არავინ არსად არ ენდობა ხელისუფლებას, რომელსაც შეუძლია ასე საჯაროდ და სახალხოდ მოიტყუოს, მათ შორის არც რუსეთში ენდობიან.

ყველაფერთან ერთად “ოცნებას” იუმორის გრძნობა არ აქვს.  კომპეტენცი არ აქვს, ცოდნა არ აქვს, გამბედაობა არ აქვს და პაუსიხისმგებლობა საკუთარი ხალხის წინაშე და მატყუარები, რომ არიან ეს ერთია, მაგრამ იუმორის გრძნობა არ აქვთ და ვითომ იქედნურად… კარგით ახლა რა? ვინ ლაპარაკობთ,  ვინ აკეთებთ იქედნურად კომენტარებს ნინო ბურჯანაძის ვიზიტთან დაკავშირებით ან რუსეთში წასვლასთან დაკავშირებით? ხალხნო მართლა, სანამ ეთერში გამოხვალთ ბოლო-ბოლო სარკეში თქვით ის რის თქმასაც აპირებთ და  დაინახავთ თქვენს თავს რა სასაცილოები ხართ. უსუსურები, ვითომ იუმორი და ვითომ დაცინვ, ძალიან სამარცხვინოა”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “ტვპირველთან”.

 

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად