ბურჯანაძე: ოპოზიციას პოპულიზმში ვერავინ დაგვადანაშაულებს, მაგრამ ახლა გაჩუმება მტრობა იქნება

ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში განაცხადა.

“ყველაზე თვალსაჩინო მაგალითი სამარშრუტო ტაქსების მძღოლები იყვნენ, რომლებსაც ყოველდღიური შემოსავალი ჰქონდათ. ესენი ხომ არ არიან ის კატეგორია, რომელთაც დანაზოგი არ აქვთ?! ვერავინ პოპულიზმში ვერ დაგვადანაშაულებს ოპოზიციას, ასეთი ერთსულოვანი იშვითად მახსენდება ოპოზიცია, რომელმაც სრული სოლიდარობა გამოუცხადა მთავრობას და კრიტიკა მინიმუმამდეა დაყვანილი, მაგრამ მგონია, რომ თუ ახლა გავჩუმდებით და რაც მიგვაჩნია, რომ გასაკეთებელია, ამას თუ არ ვიტყვით, მგონია რომ ეს იქნება მტრობა და სწორედ ეს იქნება ჩასაფრებულის პოზიცია, რომ მთავრობა რაღაცას ვერ ხვდება, მოდი შეეშალოს და ამაზე მერე ქულები ჩავიწეროთ. ასე ხომ არ მოვიქცევით?! ჩავკეტოთ ეს გეგმები სეიფში და დაველოდოთ, როდის შეეშლება მთავრობას? რომელი უფრო მეგობრული იქნება? ახლა არ არის დრო, როდესაც ერთმანეთს ნიშნის მოგებით ველაპარაკოთ”, – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად