ბურჯანაძე: ოლქების გადანაწილება, რომელზეც ახლა კონსულტაციები მიდის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის

“ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” თავმჯდომარის ნინო ბურჯანაძის განცხადებით, მმართველმა გუნდმა მოლაპარაკებების დროს შეთანხმებული ყველა პირობა უნდა შეასრულოს.

ბურჯანაძე იმედოვნებს, რომ ოლქების გადანაწილების პროცესი მშვიდად ჩაივლის.

“ოლქების გადანაწილება, რომელზეც ახლა კონსულტაციები მიდის შედარებით უმტკივნეულოდ ჩაივლის და პრინციპში არ ველოდები განსაკუთრებულ პრობლემებს. მით უფრო გაკეთდა დღეს სახელწიფო დეპარდამენტის მხრიდან განცხადება ამ პროცესის მხარდამჭერი. ეს არის ძალიან ნათელი მაგალითი იმისა, რომ ძალიან სერიოზული ყურადღების ქვეშ არის აღნიშნული მოლაპარაკებების პროცესი,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

კომენტარები
იტვირთება...