ბურჯანაძე NDI-ის კვლევაზე: მადლობა ივანიშვილს “ნაცმოძრაობის” მეორე ადგილისთვის

ამის შესახებ, „ერთიანი საქართველოს – დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “ტვ პირველის” ეთერში საბრისას განაცხადა.

“მე არ მიკვირს რომ პირველ ადგილზე “ქართული ოცნებაა” დასახელებული, მიუხედავად იმისა რომ კატასტროფული რიცხვია 20%. ეს სახხელისუფლებო პარტიის თვისებაა პირველ ადგილზე რომ ასახელებნ.

რაც შეეხება იმას რომ მეორე ადგილზე “ნაციონალური მოძრაობაა”, ამისთვის მადლობა ბიძინა ივანიშვილს, იმიტომ რომ მან ყველაფერი გააკეთა იმისთვის რომ “ნაციონალური მოძრაობა”, როგორც მთავარი ოპოზიციური ძალა წარმოეგინა პარლამენტში”,-განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.

ცნობისთვის, ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და CRRC საქართველოს მიერ დღეს გამოქვეყნებული კვლევის შედეგებით, ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს, გამოკითხული მოსახლეობის 20 % მხარს “ქართულ ოცნებას” დაუჭერდა, 9 % – ენმ-ს, 4 % კი “ევროპულ საქართველოს”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად