ბურჯანაძე: “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში მობრუნებას ყველანაირად შევუშლი ხელს !

რაც ხშირად გამოჩნდება, მიხეილ სააკაშვილი ეთერში, მით უფრო გაგიმყარდება იმის განცდა, რომ არ უნდა დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა- ამის შესახებ, “ერთიანი საქართველო-დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ, “ტვ პირველთან” განაცხადა.

“რაც ხშირად გამოჩნდება, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი ეთერში, დაგვანახებს თავის თავს და ხშირად შეგვხსენებს თავის პოლიტიკურ პიროვნებას, მით უფრო გაგიმყარდება იმის განცდა რომ არცე რთშემთხვევაში არ უნდა დაუშვა სააკაშვილის ხელისუფლებაში მოსვლა.”,-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

ნინო ბურჯანაძის თქმით, ის “ნაციონალური მოძრაობის” ხელისუფლებაში დაბრუნებას ხელს ყველანაირად შეუშლის.

“მე ვერ ვიტყვი იმას, რომ ხელს შევუწყობ ან შევუშლი, რომლიმე პარტიის, რომელიმე ადგილზე გასვლას, მაგრამ “ნაციონალური მოძრაობის” ხელისეფლებაში მობრუნებას ნამდვილად ყველანაირად ხელს შევუშლი. ეს ხელის შეშლა, რა იქნება, ამის პოლიტიკური მეთოდები არსებობს”-ამბობს ნინო ბურჯანაძე.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად