ბურჯანაძე: მთავრობაა გათიშული, მისი ვებ-გვერდი ჩართული იქნება თუ არა, რა მნიშნველობა აქვს?!

” გამორთული, გათიშული უნიათო მთავრობის გვერდი გინდა ყოფილა, გინდა არა. არა მგონია, რუსეთს ამაზე რამე რესურსი დაეხარჯა”-ამის შესახებ, „ერთიანი საქართველო, დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ მთავარ არხთან საუბრისას განაცხადა.

” რისთვის უნდა დაჭირვებოდა რუსეთს საქართველოს მთავრობის ვებ-გვერდების გათიშვა. მთავრობაა გათიშული, მისი ვებ-გვერდი ჩართული იქნება თუ არა, რა მნიშნველობა აქვს?!

ასე რომ ვერ გეტყვით. თუ აქვთ საფუძველი, ან ,შეიძლება, ეს იყოს მცდელობა იმის, რომ დაანახონ დასავლეთს არ ვარ ჩვენ ე.წ. პრორუსუსები. ჩვენ რუსეთს რაღაცას ვაბრალებთ.

გამორთული, გათიშული უნიათო მთავრობის გვერდი გინდა ყოფილა, გინდა არა. არა მგონია, რუსეთს ამაზე რამე რესურსი დაეხარჯა”-ამბობს ბურჯანაძე.

შეგახსენებთ, 2019 წლის 28 ოქტომბერს საქართველოში რუსეთის შეიარაღებული ძალების გენშტაბმა კიბერშეტევა განახორციელა

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად