ბურჯანაძე: მნიშვნელოვანია, საპატრიარქომ იპოვოს ძალა და ღირსეულად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას

“ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა” – განცხადება ამის შესახებ “ერთიანი საქართველო – დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ სინოდის სხდომის შემდეგ განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას გააკეთა.

“ეს იყო უზარმაზარი დარტყმა, რომელიც მიადგა საქართველოს, როგორც სახელმწიფოს, ქართველებს, როგორც ერს, თითოეულ ადამიანს და მათ რწმენას. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ საპატრიარქომ და პატრიარქმა იპოვოს ძალა, ღირსეულად გაუმკლავდეს ამ გამოწვევას, მაგრამ, რა თქმა უნდა ხელისუფლება ამ პასუხისმგებლობას ვერ გაექცევა,” – განაცხადა ნინო ბურჯანაძემ “კურიერთან”.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...

ეს ვებ – გვერდი იყენებს cookie– ს თქვენი გამოცდილების გასაუმჯობესებლად. ვეთანხმები დეტალურად