ბურჯანაძე კობახიძეს: ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის მოხსენიება გაიხსენე, შენ თუ არ გახსოვს მამაშენს ჰკითხე

ირაკლი კობახიძის განცხადებას, რომ თანამედროვე ბოლშევიკები, მიხეილ სააკაშვილები, ნიკა გვარამიები, გიგა ბოკერიები, ნიკანორ მელიები, ნინო ბურჯანაძეები, ნიტო ჩხეიძეები, ირაკლი ოქრუაშვილები ქართულ სახელმწიფოს ვერაფერს დააკლებენ”, ნინო ბურჯანაძე “ ტვ პირველთან” გამოეხმაურა:

“ირაკლი, ერთი კარგად დააკვირდი რას ლაპარაკობ და ვის რა დაუჯდა ბურჯანაძის მოხსენიება ესეც გაიხსენე, შენ თუ არ გახსოვს მამაშენს ჰკითხე.

ბურჯანაძეები და მელიები ნამდვილად არაფერს არ დააკლებენ ამ სახელმწიფოს, ჩვენ მხოლოდ თუ შევმატებთ.

ამ სახელმწიფოს თუ დააკლებენ, დაანგრევენ და დააკნინებენ კობახიძეები, ღარიბაშვილები და ივანიშვილები”, – განაცხადა ბურჯანაძემ.

მსგავსი სიახლეები
კომენტარები
იტვირთება...